საიტის დამზადება უფასოდ
თანამედოვე ეპოქაში გამარტივდა უბრალო საიტის დამზადების სამუშაოები, არის კომპანიები რომლებიც უფასოდ გთავაზობენ დომენს და ჰოსტს ლიმიტირებული მეგაბაიტებით. ასეთია მაგალითად ucoz.com
მაგრამ უფასდ არავინ არაფერს მოგცემს თუ რაღაც სარგებელს არ იქნება თქვენგან.
დავიწყოთ იქიდან რომ უფასო დომენი იქნება ასეთი: საიტისსახელი.ucoz.com
ჰოსტი არის ლიმიტირებული,დიდ საიტს ვერ შექმნი. არ არის დაცული სპამებისაგან – ნებისმიერ დროს შეიძლება გაგიტეხონ. საკუთარ საიტზე ucoz.com – ის რეკლამები ჩაგიჯდება, რაც ძალიან დისკომფორტია ნებისმიერი მომხმარებლისთვის. ანუ კომპანია სარგებლობს თქვენი საიტით – თქვენ საიტზე უფასოდ დებს სასურველ სარეკლამო ბანერს.
საიტი მუშაობს ნელა, არ აქვს სეო მხარდაჭერა. ეს კი გუგლის საძიებო სისტემაზე ცუდად აისახება. თქვენი საიტი ვერასოდეს მოხვდება გუგლის წინა გვერდზე.
უფასო საიტის დიზაინები
უფასო საიტზე არის უფასო დიზაინები. უფასო თემები ხშირად არ შეიცავს მოწინავე ფუნქციებს, რაც შეზღუდავს თქვენი საიტის განვითარებას – SEO ოპტიმიზაცია.უფასო თემები ზოგჯერ არ განახლდება რეგულარულად, რაც მათ დაუცველს ხდის ჰაკერული შეტევების მიმართ. დაზიანებული ან მოძველებული კოდი შესაძლოა თქვენი საიტი საფრთხის ქვეშ დააყენოს. უფასო თემები ხშირად არ არის ოპტიმიზებული სიჩქარისთვის. ამან შეიძლება თქვენი საიტი გაანელოს, რაც მომხმარებელთა გამოცდილებასა და SEO-ზე ცუდად აისახება. უფასო თემები ხშირად გთავაზობენ შეზღუდულ დიზაინის და ფუნქციონალური მორგების შესაძლებლობებს, რაც ართულებს უნიკალური და ბრენდული საიტის შექმნას. უფასო თემები ხშირად იქმნება მოყვარულების მიერ ან დროებითი პროექტების სახით. ამან შეიძლება გამოიწვიოს შეცდომები, მოუხერხებელი კოდი და საიტის მუშაობის შეფერხება. ზოგიერთი უფასო თემა შესაძლოა შეიცავდეს შემქმნელის რეკლამებს ან ბმულებს, რომლებიც თქვენს საიტს არაპროფესიონალურ იერს აძლევს.
თუ საიტი მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესისთვის ან პირადი პროექტისთვის, უმჯობესია აირჩიოთ პრემიუმ თემა, რომელიც უფრო საიმედო, მოქნილი და პროფესიონალურია.
ასე რომ არჩევანი თქვენზეა, საიტის დამზადება უფასოდ, ეს შესაძლებელია, გარკვეული პირობების გათვალისწინებით.